ლიტერატურის მოყვარულთა კლუბი
,,წიგნიერი"
კლუბის ხელმძღვანელი: ლიდა ზარქუა. 2022-23 სასწავლო წელი
სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის,სოფ.ნაგებერაოს საჯარო სკოლის
ლიტერატურული კლუბი ,,წიგნიერი"
6 ოქტომბრიდან სოფ.ნაგებერაოს საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს ლიტერატურის მოყვარულთა კლუბი ,,წიგნიერი",რომლის უმთავრესი მიზანია ლიტერატურის პოპულარიზაცია,მოსწავლეებში წიგნისადმი ინტერესის გაზრდა და ლიტერატურული გემოვნების დახვეწა.კლუბში გაწევრიანება ნებაყოფლობითია,გაერთიანდებიან მე-5-მე-10 კლასის მოსწავლეები.მათ განცხადებით მიმართეს კლუბის კურატორს,ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს ლიდა ზარქუას კლუბში გაწევრიანების თაობაზე.გაეცნენ და დაეთანხმნენ კლუბის წესდებას.
კლუბის დევიზი: „სამყაროს მზე ანათებს,ადამიანს ცოდნა!“
კლუბის ლოგო:
კლუბის წესდება
კლუბის დაარსების იდეა, მისი ფუნქციონირების
მნიშვნელობა და აქტუალურობა.
საკლუბო მუშაობას მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია მოსწავლეთა ღირებულებების ფორმირების პროცესში. დღეს, მესამე ათასწლეულის გარიჟრაჟზე, ტექნიკური პროგრესის საუკუნეში, თითქმის ჩვეულებრივ მოვლენად იქცა ის, რომ ახალგაზრდები ჩამოსცილდნენ წიგნს. უმეტესი მათგანი თავისუფალ დროს კომპიუტერთან ატარებს და აღარ რჩება დრო წიგნის წასაკითხად. ეს პრობლემა ნიშანდობლივია დღევანდელი კაცობრიბისათვის. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სასკოლო კლუბის ფუნქციონირება დაკავშირებულია არასაგაკვეთილო დროსა და აქტივობებთან, ვფიქრობ, რომ ეს მოსწავლეთა ინტერესებს მეტად აღვივებს. ამიტომაც გამიჩნდა იდეა, ჩამომეყალიბებინა კლუბი და კლუბის მუშაობა დამეგეგმა ბავშვების სურვილებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, რაც ნამდვილად გაზრდის მათი ჩართულობის ხარისხს.
კლუბის მთავარი მიზანი მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე ზრუნვა და არაფორმალური განათლების ხელშეწყობაა. სწორედ ამიტომაც მოსწავლეები წაიკითხავენ მათთვის სასურველ წიგნებს, ისაუბრებენ წაკითხულ წიგნებზე, შთაბეჭდილებებს გაუზიარებენ ერთმანეთს, ნახავენ ფილმებს, მოაწყობენ დისკუსიებს, შეხვედრებს, რაც ხელს შეუწყობს მათი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებასა და ღირებულებათა სისტემის ჩამოყალიბებას.
კლუბის დაარსების იდეას ხელი შეუწყო იმ გარმოებამაც, რომ დარწმუნებული ვარ, ბავშვები აქ მიიღებენ უდიდეს გამოცდილებას, ამა თუ იმ წიგნის წაკითხვა მოსწავლისათვის იქცევა ერთგვარ გამოცდილებად (რომელსაც ცხოვრებაში გამოიყენებენ) და ჩამოუყალიბდებათ ჯანსაღი ღირებულებები.
გამომდინარე იქიდან, რომ კლუბის წევრობა არ არის სავალდებულო, შესაბამისად შეხვედრებსა და ღონისძიებებში მხოლოდ დაინტერესებული მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას. სწორედ ეს თავისუფალი არჩევანი გაზრდის მოსწავლეთა მოტივაციას.
I შეხვედრა
6 ოქტომბერს გაიხსნა კლუბი ,,წიგნიერი". კლუბის წევრები გაეცვნენ კლუბის შექმნის იდეასა და სამუშაო გეგმას. ერთობლივი გადაწყვეტილებით შეთანხმდნენ კლუბის მუშაობის გრაფიკზე. ისინი შეიკრიბებიან სამ კვირაში ერთხელ (საჭიროების შემთხვევაში უფრო ადრეც).
No comments:
Post a Comment